Home > ვერმოქიდი

წარმოადგენს  ანტიჰელმინთური საშუალებას

 შემადგენლობა

მოკლე აღწერილობა:

ვერმოქიდი დამზადებულია კაკლის ექსტრაქტზე, რომელიც ხასიათდება ანტიჰელმინთური მონქმედებით. იგი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ ასევე საპროფილაქტიკოდ ოჯახის ყველა წევრისთვის.

 რეკომენდაცია მიღებასთან დაკავშირებით:

სამკურნალოდ:  ასაკის მიხედვით საჭირო დოზა მიიღება ჩაის კოვზით, 8-ჯერ დღე-ღამეში 7-10 დღის მანძილზე. საპროფილაქტიკოდ: ასაკის მიხედვით საჭირო დოზა მიიღება ჩაის კოვზით, 4-ჯერ დღე-ღამეში 28 დღის მანძილზე.

შემცველობა 30 მლ პროცენტული შემცველობა შემადგენლობა
28 93.34% მცენარეული გლიცერინი
2 6.66% კაკლის ნაჭუჭი
30 100% ჯამი
 დოზირება ასაკის მიხედვით:
ბავშვები 3 თვიდან 12 თვემდე: 6 წვეთი
ბავშვები 12 თვიდან და ზემოთ: 10 წვეთი
მოზრდილები: 15 წვეთი

ინფორმაცია მცენარის შესახებ:

კაკლის ხე-ეს არის დიდი ხე, სიმაღლით 25 მეტრამდე. კაკალი ყვავის აპრილსა და მაისში, აგვისტოში კი გვაძლევს ნაყოფს – კაკლებს. ხშირად ამ ხეს „ცხოვრების ხეს“ უწოდებენ მისი სამედიცინო თვისებებიდან გამომდინარე. კაკლის ყველა ნაწილი ფესვებიდან ნაყოფამდე გამოიყენება სამკურნალო მიზნით.

კაკლის ნაჭუჭში არსებული ვიტამინების, მინერალების, ეთერზეთების, ფლავონოიდების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამო გააჩნია  ზოგადგამაჯანსაღებელი, ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ჭრილობის შემხორცებელი და იმუნომოდურილებელი მოქმედება. კაკალი წარმოადგენს ძლიერ ანტიჰელმინთურ საშუალებას, რომელიც ცნობილია ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდან (წენგოს ნახარშს იყენებდა სხვადასხვა ჭიების გამოსადევნად).

სერტიფიცირებულია ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ.