Home > ვაქცინოკიდი

იმუნური სისტემის გასაძლიერებელი საშუალება
შემადგენლობა:

მცენარეული გლიცერინი – 93.34%

ასტრაგალუსის ფესვების ექსტრაქტი – 6.66%

მოკლე აღწერილობა:

ვაქცინოქიდი გამოიყენება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ვაქცინოქიდი დამზადებულია ასტრაგალუსის ფესვების ექსტრაქტზე, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ასტრაგალუსი გამოიყენებოდა უძველესი დროიდან. ჩინელები ამტკიცებდნენ , რომ ასტრაგალუსი აძლიერებდა ელენთას, ფილტვებს, აუმჯობესებდა სისხლისმიმოქცევას, ნორმალიზებას უკეთებდა გულსისხლძარღვთა მოქმედებას, აგრეთვე ხსნის დაღლილობას.

რეკომენდებულია მისი მიღება ვაქცინაციის წინ და შემდგომ პერიოდში, ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ, სეზონური დაავადებებისა და სტრესული სიტუაციების დროს ( სკოლაში წასვლა, ძუძუთი კვების თავის დანებება).

შემცველობა 30 მლ პროცენტული შემცველობა % შემადგენლობა
28 93.34% მცენარეული გლიცერინი
1 6.66% ასტრაგალუსის ფესვების ექსტრაქტი  

 

30 100% ჯამი
დოზირება ასაკის მიხედვით:
ბავშვები 2 კვირის ასაკიდან 3 თვემდე: 3 წვეთი
ბავშვები 3 თვიდან 12 თვემდე: 6 წვეთი
ბავშვები 1 წლიდან 18 წლამდე: 10 წვეთი

ინფორმაცია მცენარის შესახებ:

ბოტანიკური დასახელება: ასტრაგალუსი (Astragalus membranaceus, Astragalus mongholicus)

ასტრაგალუსი – მრავალწლოვანი მცენარეა, დაახლოებით 16-დან 36 დიუმამდე სიმაღლით, იზრდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთში, აგრეთვე მონღოლეთსა და კორეაში. ასტრაგალუსის ფესვებს როგორც წესი აგროვებენ 4 წლიანი მცენარიდან და აქტიურად გამოიყენებენ მედიცინაში.

ასტრაგალუსი შეიცავს 3 კომპონენტს, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: საპონინები, ფლავანოიდები და პოლისაქარიდები. 1. საპონინები აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას; 2. ფლავონოიდებს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება; 3. პოლისაქარიდებს გააჩნია ანტიმიკრობული, ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

ასტრაგალუსის დადებითი მოქმედება ორგანიზმზე შემდეგია: აქვეითებს ანთებით რეაქციებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს.  შეიძლება მისი ყოველდღიური გამოყენება.

ასტრაგალუსის გამოყენება ზამთრამდე ამცირებს სეზონურ დაავადებებს.

რეკომენდაცია მიღებასთან დაკავშირებით:

იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღება ყოველდღიურად 3-ჯერ დღეში არაუმეტეს 18 დღისა.

  • ვაქცინაციის წინ:  ჩვენი რეკომენდაციით ვაქცინოქიდი მიიღება 4 დღით ადრე ვაქცინაციამდე და 10 დღე შემდეგ.

სერტიფიცირებულია ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ.